ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას. ხარკოვის ოლქის სოფელ პესკი-რადკოვსკის გათავისუფლების შემდეგ პოლიციელები რუსების მიერ სამხედრო დანაშაულების აღწერას აკეთებენ. სამართალდამცველებმა იპოვეს მარანი, სადაც უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას რუსები არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. პოლიციაში ამბობენ, რომ ამ ადგილას მოქალაქეებს აშინებდნენ, სცემდნენ და არაადამიანურად ექცეოდნენ.
“როცა რუსი სამხედროები სოფელში შევიდნენ, მათ მოსახლეობა საკუთარი სახლებიდან გააგდეს და სახლებში თვითონ დასახლდნენ. ტერიტორიის დატოვების შემდეგ, მათ გაძარცვეს ყველა სახლი და ფარული ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს”, – ამბობენ პოლიციაში.
კომენტარები