booking.moh.gov.ge – ეს ის საიტია, სადაც “სინოფარმის” მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია 20:00 საათზე დაიწყო.
თუმცა, არაერთი მოქალაქე Facebook-ზე წერს, რომ ვებგვერდი ხარვეზებით მუშაობს და რეგისტრაციის გავლა შეუძლებელია.
ჯანდაცვის მინისტრს, ამ მომენტისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.
ხოლო იმ მოქალაქეებს რომლებსაც სურთ ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე – 28-ე დღის ინტერვალში, ოფიციალური ინფორმაციით, მათთვის ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20:00 საათიდან.
კომენტარები