ხაშურში 44 წლის დავით ძულიაშვილს მეხუთე დღეა ეძებენ

ხაშურში 44 წლის დავით ძულიაშვილს მეხუთე დღეა ეძებენ | ოჯახი დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა: 

ოჯახი და ახლობლები დავით ძულიაშვილს ეძებენ. 44 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკმიდან 25 სექტემბერს დილის ხუთ საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

ახლობლების ინფორმაციით, დავით ძულიაშვილი შავგვრემანია, მოკლე წვერით, დაკარგვის დღეს ეცვა შავი სპორტული ზედა, მუქი ჯინსის შარვალი, შავი სპორტული ფეხსაცმელი.

“სავარაუდოდ გონება არეული აქვს, შეიძლება მეხსიერება დაკარგული ჰქონდეს, მაშველები ეძებენ ვერსად ვიპოვეთ, ვვარაუდობთ ხაშური-სურამის ტერიტორიაზეა ჯერჯერობით,”– აცხადებს დავით ძულიაშვილის მეუღლე ნინო ხვედელიძე.

რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო ნომერია 514 088 266

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი