„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პარლამენტთან თავს დაესხნენ:
“ესეც მოხდა.
თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და გინება, ხელით შეხება მეტს ვერც ვწერ ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს.”
მოგვიანებით კი განმარტა მომხდარზე:
„მოვდიოდით ფეხით მე და დავით ბერძენიშვილი, 2 ადამიანი მოვიდა დათოს ჯერ საუბარი დაუწყეს, შემდეგ კი უცებ გინებაზე და შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. დათოს და მეც ფიზიკურად შეგვეხნენ. უწმაწური სიტყვები მეძახეს, დამემუქრნენ აქ დაცვის გარეშე ვერ გავივლიდით. პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა იყო. ძალიან დიდი აგრესია და ძალადობა იყო. წამოვედით და გამოგვეკიდნენ, მუქარით და გინებით. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.”
კომენტარები