ხვალ, 12 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – ავთანდილ წერეთლის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განაჩენი გამოცხადდება.
სააგენტო „თაიმერის“ ინფორმაციით, იმის ალბათობა, რომ სასამართლო მამუკა ხაზარაძეს და ასევე, ბადრი ჯაფარიძეს პატიმრობას შეუფარდებს, დიდია. მედიასაშუალება წერს, რომ ინფორმაცია კულუარულად, წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა.
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, იგივე სააგენტოს ცნობით, წერეთლის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათავალისიწინებით, ის სასამართლო დარბაზს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს.
“ხაზარაძის დაჭერა ქვეყანაში ახალი სკანდალის საფუძველი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას მიეცემა საშუალება დასავლეთს კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან” – წერს მედიასაშუალება.
კომენტარები