ჟურნალისტი და პუბლიცისტი, თამაზ ჭეიშვილი ინფორმაციას, ნიკოლოზ წულუკიძის ტელეეთერში დაბრუნებაზე ეხმიანება და წერს:
“ხვალ ნიკოლოზ წულუკიძეს კვლავ ვიხილავთ ,,იმედი,,-ს ეთერში!
ნიკოლოზ,ძვირფასო !გიცნობთ მხოლოდ ეკრანიდან,როგორც გულღია,კეთილშობილ,ნიჭიერ ინტელიგენტ,პროფესიონალ ადამიანს!თქვენ მიიღეთ დიდი ფსიქოლოგიური და სულიერი დარტყმა და ბუნებრივია, რექაციაც ადექვატური გქონდათ…მაგრამ ვერც დროს გააჩერებთ და ვერც უფლის საქმეებში ჩაერევით,არ ძალუძს ეს ჩვეულებრივ მოკვდავს.
უნდა იცხოვროთ.გაიღვიძოთ ყოველ დღე…აკეთოთ საქმეები,წახვიდეთ სამსახურში… გააგრძელოთ ცხოვრება.
წარსული არამატერიალურია,იქ ვერასოდეს დაბრუნდებით,ვერც მომავალში მოახერხებთ მოხვედრას.რეალურია მხოლოდ ეს და ახლა!ეს და ახლა კი ის არის,რომ ცხოვრება გრძელდება!ყველას აქვს გასვლელი თავისი VIA DOLOROSA. თქვენც გაივლით მწუხრის გზას,მჯერა,რომ გეყოფათ შინაგანი ძალები ამისთვის! გისურვებთ გამძლეობას,გისურვებთ ბევრ სიყვარულს,რაც თქვენ არ გაკლიათ!
ხედავთ რამდენ ადამიანს ყვარებიხართ,ჩემო უცნობო და ასე ნაცნობო მეგობარო!”
კომენტარები