დიდ ბრიტანეთში ხეებზე „ქორწინების“ სიმბოლური ღონისძიება გაიმართა, – ინფორმაციას და ფოტოს EuroNews-ი ავრცელებს.
გარემოსდამცველებმა ასე უპასუხეს მთავრობის გეგმას, 116 სახლი ააშენოს ბრისტოლში, იმ ადგილას, სადაც ამჟამად 74 ხე დგას. „პატარძლებს“ სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი საქორწილო კაბები ეცვათ.
მიუხედავად იმისა, რომ ხეზე ქორწინება, იურიდიულად, შეუძლებელია, ქალები ამბობენ, რომ ამ ჟესტით ბუნების გადარჩენას ცდილობენ.
„ხეზე ქორწინება ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. ხეები უპირობო სიყვარულის მაგალითები არიან, რაც არაჩვეულებრივად ჯდება ქორწინების მთელ იდეაში. ქორწინება სიცოცხლისთვისაა, სუნთქვაც სიცოცხლისთვისაა“, – ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი.
კომენტარები