ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“სამწუხარო რამ მოხდა ატოცში – ატოცში ჩვენი მონიტორინგის მსვლელობისას პოლიციამ ხელების გადაგრეხვით, ყელში წაჭერით, ჭიდაობით, ტელეფონების წართმევით, დაგვაკავა და გამოგვიყვანა ატოციდან.
სამწუხაროა, რომ ასეთ პრინციპულობას ხელისუფლება იჩენს ჩვენს მიმართ, ხოლო იქ, სადაც საჭიროა, ოკუპანტებს უთმობს ჩვენ მიწა-წყალს.
ახალი სათვალთვალო კოშკის დაფიქსირება მოვასწარით, რომელიც სულ ახლახანს ააგეს რუსებმა ოქონა-ატოცის გადაკვეთაზე.
სამწუხაროდ, ჩვენი დაკავების და ჩვენთან ბინძური ჭიდაობის კადრები არ გვაქვს, თუმცა რომც მქონოდა, ვერ გავასაჯაროვებდი, იმდენად შემრცხვა და მეუხერხულა პოლიციელების მაგივრად…
ძალიან სამარცხვინო საქციელი იყო.. ძალიან…
და ეს ყველაფერი ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თვალწინ..
ამასობაში კი ეს მოღალატე და კოლაბორაციონისტი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩორჩანა-პერევის უზარმაზარი ტყის გადასარჩენად, რომელსაც ოკუპანტები ყოველდღე გვართმევენ.
მაგრად ტეხავს.”
კომენტარები