საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის” დამფუძნებელი და რედაქტორი, ბერდია კალანდია:
“ხელი არ მომკიდო, არ დამსვარო,” – გაგიკვირდებათ და, ეს ფრაზა ორი დღის წინ, წალენჯიხის საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ ეზოში გაისმა.
გასაგებია, რომ პოლიტკაში ყველაფერი „მოსულა“, მაგრამ როცა პრეტენზია გაქვს, საკრებულოს თავმჯდომარე ან მოადგილე იყო, ან კიდევ კომისიის ხელმძღვანელი უფლება არ გაქვს, ადამიანს ასე მიმართო.
ასეთი თავხედობის უფლებას არც მმართველი პარტიის წევრობა იძლევა!
იმედია, “ქართული ოცნება” საკუთარ პარტაქტივს „კუთხეში მიაყენებს“, რადგან „მეოცნებეების” ასეთი ლექსიკა განსაკურებით რეგიონებშია გავრცელებული, რამაც მმართველ პარტიას არჩევნები წააგებინა ანუ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ჩატეხა ხიდი.
ადამიანი, რომელიც წლებია სამართალს ეძებს არ უნდა მოატყუო. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში ნაცი თუ ქოცი.
P.S
ზოგადად, კარგი იქნება, პოლიტიკაში ჩართული ადამიანები, რომელბსაც თავი პოლიტიკოსები ჰგონიათ, ვიდრე რამე ნაბიჯს გადადგამენ და უკადრებელს იკადრებენ, დაფიქრდნენ, რადაგან ისინი, მით უმეტეს, საკრებულოს წევრები საჯარო მოხელეები არიან და მათ თითოეულ ნაბიჯს საზოგადოება თვალს გაფაციცებით ადევნებს. ცხადია, ჟურნალისტებიც ვერ დახუჭავენ თვალს მათ საქციელზე, რადგან მედიის მოვალეობა სწორედ ეს არის. ამიტომ, ვიდრე პრეტენზიებს ჩვენ წამოგვიყენებთ, თავად დაფიქრდით, რას და როგორ აკეთებს, თორემ მედია, შეიძლება, არ იცით და, გეტყვით, რომ მოდარაჯე ძაღლის ფუნქციას ასრულებს!
როცა თანამდებობის ზღურბლზე დგახარ და საჯარო სივრცეში შედიხარ, სულ უნდა გახსოვდეს, რომ შენ მოქალაქეების, ადამიანების მიერ მონიჭებული ხმით სარგებლობ და ისე არ უნდა გაგიუცხოვდეს ადამიანი, რომ ვადის ამოწურვის მერე იგივე ადამიანები ქუჩაში დაგსდევდეს და ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ყურადღებას იქცევდეს.”
კომენტარები