გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“როცა ხელისუფალი გიმტკიცებს, რომ საქართველოს კორონს მართვასთან პრობლემა არააქვს, რამეთუ სიკვდილიანობის პროცენტი ზოგადად დაბალიაო,
აი ამაზე თქვა ,,ბნელიო,, და ასე გადააგორო,
არასწორია.
დიახ, საქართველოს ჰქონდა ბედნიერება და იყო დრო, როცა კორონაინფექცია ნაკლებად შეგვეხო.
ამ დაახლოებით 16 თვის მანძილზე, მოყოლებული 2020 წლის თებერვლიდან, 2021 წლის მაისის ჩათვლით,
ბედით თუ შემთხვევითობით თუ უზენაესის ხელით თუ რაც იყო, აი იმით
გვქონდა დრო და შანსი
გამოგვეყენებეინა იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის და ამერიკის დიდი ქალაქების გამოცდილება, ეს დაგროვილი გამოცდილება,
ამ 16 თვის გამოცდილება.
როცა ხელისუფალი ამტკიცებს, რომ
რაც 2020 წლის აპრილ ივნისში მოხდა ევროპაში თუ ამერიკაში,
აი ის ხდებაო ახლა საქართველოშიო,
ამით ის ორმაგ დანაშაულს აღიარებს.
ჯერ ერთი და უპირველესი
არცერთ ქვეყანაში არ დაღუპულა ყოველდღიურად იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი კორონათი, ვიდრე ბუნებრივი სიკვდილიანობაა
საქართველოში დღიური ბუნებრივი სიკვდილიანობა 75 წლის ასაკამდე შეადგენს დაახლოებით 40 დან მაქსიმუმ 45 ადამიანს და ეს მაქსიმუმი არის ზამთრის პერიოდში.
როცა კორონათი სიკვდილიანობა შეადგენს 70 ადამიანს, და ამათგან აბსოლუტური უმრავლესობა არაა ღრმად მოხუცი, ეს ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა გადათელა კორონამ ან კორონამ გადათელა ქვეყანა დანაშაულებრივი არ მართვის გამო.
არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, რომ სიკვდილიანობა გაორმაგებულიყოს.
ეს მხოლოდ და ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით,
ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოშია და ამის ერთადერთი მიზეზი არის სიბეცე და უსახურება, ანტიადამიანური დანაშაული კორონას მართვისას.
სხვა ახსნა ამ ფაქტს უბრალოდ ვერ ექნება, იმიტომ რომ მსოფლიოში ამის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.
მეორე მხარე და მომენტი, რითაც ხელისუფალი თავადვე აღიარებს საკუთარ დანაშაულებრივ უმოქმედებას,
არის ის ფაქტი და მტკიცება თავად ხელისუფლების მხრიდან, რომ ,,ასეთი რამ ყველგან იყო,,
დიახ, იყო და ეს იყო 16, 12, 10 თვის წინ და იქნა მიღებული მართვის, ავადმყოფთა ამბულატორიული მიხედვის სტრუქტურული რეოგანიზება, საავადმყოფოებში ჰიეგიენური და სამედიცინო მართვის რეორგანიზება
და ამიტომაც ეს რიცხვები შემცირდა.
ჯერ კიდევ აცრამდე
ზაფხულის თვეში, არაცივ პერიოდში ამდენი სიკვდილიანობა არავის ჰქონია.
ეს ნიშნავს რომ
ხელისუფალი დანაშაულებრივი უმოქმედობით არ გაინძერი, არ გაანძრიე ხელი და თავი და არ გაიზიარე კორონას კომპლექსურად მართვის გამოცდილება.
აქ საქმე ახალ ჟანგბადის და მართვითი სუნთქვის აპარატურას და 5000 ლარად ღირებულ ანტისხეულების ყიდვას კიარ ეხება,
აქამდე არ უნდა მიიყვანო ადამინი
აქამდე უნდა მოუარო ისე, რომ არ დამძიმდეს
და ეს გამოცდილება უკვე მინიმუმ 12 თვის მაინცაა.
აი ეს არ გააკეთა ხელისუფალმა და ამას თავად აღიარებს.
ამიტომაც,
ერთადერთი გზაა სამართლებრივი სარჩელის გზა.”
კომენტარები