ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– პირველად თქვენ განუცხადეთ „ალიას“, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და მისი ბიოლოგიური მასალა უცხოეთის სამედიცინო ლაბორატორიაში გამოსაკვლევად არის გაგზვნილი. არ მიგიღიათ პასუხები?
– ყველა არა, ნაწილი ჩამოვიდა. რამდენიმე უცხოურ ლაბორატორიაში გვქონდა გაგზავნილი, რადგან ერთ ლაბორატორიაში ყველა იმ სახის კვლევა არ კეთდება, რაც გვაინტერსებდა.
– რაც ჩამოვიდა, იმ პასუხებიდან ჩანს მოწამვლის კვალი?
– ამის შესახებ განცხადებებს გავაკეთებთ მოგვიანებით, 2-3 დღეში.
– დანარჩენი პასუხები როდის ჩამოვა?
– რამდენიმე დღეში, ზუსტად არ შემიძლია ვთქვა. ყველა პასუხი ჩამოვა თუ არა, მაშინვე კიდევ გაკეთდება განცხადებები.
– ხელისუფლებას რაში უნდა აწყობდეს, სააკაშვილის ან მოკვლა, ამ მისი პარალიზება?
– ხელისუფლება არ ვიცი, რადგან მაგას პასუხი არ აქვს. როგორც მეუბნებიან, მის მაღლა რომ დგას, მას აწყობს მიშას სიკვდილი თუ პარალიზება.
– რუსეთს გულისხმობთ?
– კი, რუსეთს ვგულისხმობ. ეს რუსეთის შურისძიებაა.
კომენტარები