„გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა:
„რაც ახლა ხდება, ადასტურებს ჩემს სიტყვებს, რომ ნეტავ მშვიდობით მივიდეთ შემოდგომამდე. ხელისუფლება გამოდის და იძახის, რომ გაგლახავთ და ძაღლებს დავაკბენინებთ თქვენ თავს და ცხენით ვიჯირითებ თქვენზეო. ხომ ეს კადრები დადეს დღეს და ეს თქვეს? ამ დროს პაპუაშვილი გამოდის და ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც რეპრესიები აქვს გამოვლილი, ამ ქვეყანაში აკეთებს შავ სიას mona.ru-ს. როცა ხელისუფლება აკეთებს ადამიანების შავ სიას, ეს ძალიან საშიშია.
ეს ყველაფერი არის მშობლების დაშინება, რომ შვილები, სტუდენტები და ახალგაზრდები, აქციებზე არ გამოუშვან. მათ უთხრეს, რომ თქვენ შვილებს ძაღლებს დავაკბენინებთ და ცხენებს შემოვატარებთ, როგორც ევროპაში გვაქვს ნასწავლი. თან ევროპის და ამერიკის სახელის გატეხას ცდილობენ. ამბობენ, რომ ჩვენი ხელებით ევროპელები გცემენ, მათი მოცემული “დუბინკებით” გაგლახავთ. დაახლოებით ეს მესიჯია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.
კომენტარები