ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკა მაჭუტაძე, ტვ პირველთან ამბობს:
“ყველა კონსილიუმი, თვით ამირან გამყრელიძეც კი, აღიარებს რომ სააკაშვილი შიმშილობს და მოუწოდებს შეწყვიტოს. კობახიძე თავად მოუწოდებდა სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ამ დროს იძახიან, ეს გადაპრანჭული შიმშიულობააო – სირცხვილია ეს. არაფერი არ ეხება მათ განცდებს და გრძნობებს. სამოქალაქო პასუხიმსგებლობა ხომ უნდა გქონდეს? რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას, ეს არის ზნეობრივი, მორალური აქტი.
ჩვენ ვართ ძალიან ჯიუტი ხალხი, ხელისუფლება ხართ – შარში. შეასრულეთ ჩვენი მოთხოვნა, დაფიქრდით, მოიკრიბეთ გონიერება, გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში, თორემ, ჩავარდებით გაცილებით უფრო დიდ შარში, უკან დახევას არ ვაპირებთ. შიმშილობა არის თვითდაზიანებიის აქტი. არავის არაფერს ვუშავებთ, გადავედით თვითდაზიანებაზე. გელაპარაკებით გულწრფელად, ადამიანურად და კოლეგიალურად.
დაანებოს კობახიძემ თავი ფსევდო-ფარისევლურ, ვითომ ზრუნვას ელენე ხოშტარიაზე და სხვა მოშიმშილეებზე და სააკაშვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, პასუხისმგებელი არის ხელისუფალი. მე როგორც მოშიმშილე ნიკა მჭუტრაძე ვაკისრებ პასუხისმგებლობას ივანიშვილს და აღმასრულებელ ხელისუფლებას.”
კომენტარები