გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი:
“შეცდომაა როცა ვამბობთ რომ ხელისუფლება მოძალადეებს ახალისებს.
ეს ნიშნავს რომ თითქოს არსებობენ ადამიანები, რომლებიც უსმენენ პოლიტიკოსებს, ევროპელებს, არ ეთანხმებიან, ბრაზდებიან, ორგანიზდებიან და პოლიცია უბრალოდ ხელს არ აფარებს.
არა, ხვალინდელი დღეც არის სუსის მეშვეობით ხელისუფლების ორგანიზებული უკანონობა, რომლის მიზანიც გამოხატვის თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაა.
ამაში მათ ეხმარებათ საპატარიარქო და კრიმინალური სამყარო, რომლებიც საკუთარი პირადი ინტერესებისთვის ეშმაკსაც მიჰყიდიან სულს.
თითოეული მუქარა და თითოეული შესაძლოს ძალადობის ფაქტი არის და იქნება მთლიანად ხელისუფლების კისერზე.
დღეს კრიმინალური ბანდა გვმართავს და საზოგადოებამ თუ ეს არ შევცვალეთ მართლები იქნებიან ევროპელები, როცა ერთ მშვენიერ დღეს სანუკვარ შესაძლებლობის ფანჯარას მოგვიჯახუნებენ.”
კომენტარები