უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე:
„ხელისუფლება ცდილობს გამოიწვიოს გაბრაზებული მოქალაქეები, აცდუნოს ძალადობაზე და სასტიკად გაუსწორდეს. ამით გადატეხოს სიტუაცია, დაამკვიდორს შიში, ღია რეპრესია და ამას დაარქვას მშვიდობა 2024 წლამდე. ღიად უთხრას დასავლეთსაც ის, რაც 3 დღის წინ სულგაყიდული მოსამართლეების სახელით თქვეს – დაგვანებონ თავი. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციას და უარი ვთქვათ ნებისმიერ ძალადობაზე. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ვიყოთ პრინციპულები, მწვავეები, უშიშრები და აუცილებლად ვაჯობებთ.“
კომენტარები