ხვალ საქართველოში უკვე ველოდებით სწრაფი ტესტების შემოტანას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება, რაც ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება 4-ეტაპად: ხვალ, 27 მარტს და ბოლო შემოტანას 5 აპრილისთვის ველოდებით. ტესტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა“
კომენტარები