რეპრესიების ახალი ტალღა – ადამიანებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ურეკავენ, ემუქრებიან, ემუქრებიან მისი ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, არასრულწლოვნებს.
დაურეკეს და დაემუქრნენ თაიმერის დამფუძნებელს, ბერდია კალანდიას, ასევე, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, შვილს, რომელსაც მამით დაემუქრნენ.
ბერდია კალანდია, ფორმულასთან, ამბობს:
ეს არის ფსკერი. ხელისუფლებას უნდა, ჩვენ არ ვწეროთ სიმართლე, ხელისუფლებას უნდა ჩვენ ვწეროთ პეპლებზე, ყვავილებზე, ჰაერზე… ბუნებრივია, ჩემი მხრიდან, სააგენტო უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას და უფრო მძაფრი, კრიტიკული მასალები დაიდება თაიმერზე.
კომენტარები