საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“-ს წევრმა იაგო ხვიჩიამ, პლენარულ სხდომაზე, თქვა:
„ჩემი აზრით პრორუსობაა,
- როცა ოპონენტს არ ელაპარაკები არაფერზე და ხალხის მტრად აცხადებ.
- როცა სასამართლო ჯიბეში გიზის და მთელ ძალოვან ბიუროკრატიას ცენტრალიზებულად მართავ.
- როცა საზოგადოების ქცევას აკონტროლებ რეგულირებების და ბიუროკრატიების მეშვეობით, რომ უნებართვოდ ვერავინ ხელი ვერ გაანძრიოს, ესეც პრორუსობაა.
- როცა კომუნისტური სისხლის სამართლის პოლიტიკას კიდევ უფრო მეტად ამკაცრებ, ესეც პრორუსობაა,
- მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაც პრორუსული ქცევაა.
- როცა საქმის ნაცვლდ სადღეგრძელოებით საუბრობ, რათა ვერავინ გაიგოს რა ჩაიფიქრე, ესეც პრორუსობაა.
- თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრორუსობა ისაა, როცა პარლამენტის 90%-ზე მეტს სულ ორი აზრი გააჩნია და ეს ორი აზრი მოწოდებულია პარტიული იერარქიების მიერ.
- მომხმარებელთა კანონის მიღებაც, ულაპარაკოდ და უკრიტიკოდ, პრორუსობაა, იმიტომ, რომ ვიღაცამ ასე თქვა, ამას თუ გავაკეთებთ ევროპაში მიგვიღებენ და ჩვენ ამას ვემორჩილებით.
- როცა გგონია, რომ სულ მარტო იქნები ხელისუფლებაში და არ ფიქრობ ოდესმე სხვა დაგჭირდეს სათანამშრომლოდ, ესეც პრორუსობაა,
- და ბოლოს, მთავარი პრორუსობა მდგომარეობს იმაში, რასაც საქართველოში პარლამენტების უმეტესობა აკეთებდა, რომ გადაწყვეტილება რეალურად პარლამენტში არ მიიღება და სხვაგან მიიღება. პარლამენტში მისი გაფორმება ხდება.
ბოლო ორი ხელისუფლების დროს პრორუსული ქმედებების კასკადი გვაქვს, რაც ჩამოვთვალე, ორივე ხელისუფლებას აერთიანებს.
მჯერა, რომ ამ დარბაზში პრორუსები არ სხედან, ეს ქვეყანაც ყველას უყვარს, მაგრამ ბოლო 30 წელი პრორუსული საქმეების კასკადი გვაქვს. მე ვუსურვებდი ქართველ ხალხს რომ ეს ორი პარტია გაქრეს და თქვენ სხვანაირად მოხვდეთ საქართველოს პარლამენტში, რომ სხვანაირად ქცევის და მოქმედების საშუალება გქონდეთ. იმიტომ რომ ეს ორი პარტია გვახრჩობს და ნორმალურ ადამიანებს პერმანენტულად პრორუსულ საქმეებს გვაკეთებინებს“
კომენტარები