აშშ-ს ელჩი პარლამენტში, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ოცნებიდან ე.წ. წასულების განცხადებებს და ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას ეხმაურება და ამბობს:
“არ მსურს კომენტარი გავაკეთო საქართველოს შიდაპოლიტიკურ ამბებზე, საზოგადოება ალბათ თავად ხედავს რა ხდება, თუმცა ერთის მხრივ, ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი. გვესმის მესიჯები, რომელიც ეთანხმება გარკვეულწილად ამას, მეორეს მხრივ, პრემიერმინისტრი და სხვანი გამოთქვამენ სურვილს გაძლიერდეს პარტნიორობა აშშ-სთან.
მე ყოველთვის მსურს ფაქტებით ვისაუბრო. ვიცით, რომ ბევრი დეზინფორმაციაა ჩვენს გარშემო. სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭრეს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა ეკონომიკა, სუვერენიტეტი, დემოკრატია.”
კომენტარები