ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“— 12 ივნისს ხელისუფლების ხელდასმით გოგა ხაინდრავა, სხვა მხედრიონელები და პუტჩისტები, კანონიერი ხელისუფლების დამამხობლები და ზვიად გამსახურდიას მკვლელები , შევარდნაძის ბანდის ძალოვანები და კორუმპირებული-მექრთამეები – ახალ “ ეროვნულ მოძრაობას “ აცხადებენო
— “ ზვიადი იყო სექტანტი, ზვიადისტები სექტანტები არიან და მათ დააქციეს ქვეყანა “ – გოგა ხაინდრავა. აი ამ სიტყვების მთქმელ მოღალატე – ავაზაკს , რომ ეროვნულ მოძრაობას გამოაცხადებინებ – ის ერი აღარაფრის ღირსი არაა
— ეს იგივეა გიგლა ბერბიჭაშვილს და ფილიპე მახარაძეს ილია ჭავჭავაძის სახელობის “ საადგილმამულო ფონდი “ ან “ წერა-კითხვის გამავრცელებელი “ საზოგადოება შეექმნა
— შევარდნაძის ლეკვების და კანონიერი ხელისუფლების დამამხობლების იმედზე დარჩა მმართველი ელიტა
— ჯაბა ცოცხალი აღარაა , კიტოვანი დაუბერდათ , სიგუა ჯოჯოხეთშია – თორემ წინა რიგში ეყოლებოდათ გამოჭიმული
— ქართული ოცნება-რაც არ უნდა ფული ატენოთ , არ და ვერ გამოვა პუტჩისტების ეროვნული მოძრაობა – თუ არადა საკუთარი თვალით დაგანახებთ ქართველები
— სხვათაშორის ისიც კარგად მახსოვს-2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილი რომ გადადგა,რა ზეიმი ქონდა ამ “ სასტავს”,ძლივს მოვიცილეთ და ჩვენი კაცი კვირიკაშვილი მოვიდა სათავეშიო.პოლიტიკური მეძავეობის კლასიკაა – ამათ ოღონდ ფული მიეცი და კიკუსავით ვისაც გინდა იმას ჩაუგორდებიან ლოგინში
— ეს ლექსი დიდმა მუხრან მაჭავარიანმა 1992 წელს – პუტჩის დღეებში სწორედ ხაინდრავას და მის ამფსონ-პუტჩისტებს მიუძღვნა :
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა
მრავალს უწია ცოდვამ:
ვინ რა ყოფილა – გამოჩდა
კაცი აღმოჩდა ცოტა
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა
ცოდვის კითხვაა… ჰოდა
ყველა ისეთი აღმოჩდა,
რა წარმოდგენაც მქონდა
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა
მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ
ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა
ამდენი დ ა მ პ ლ ი ს ხილვით “
კომენტარები