ჯვართამაღლების დაძრის მღვდელმთავარმა მამა თეოდორე გიგნაძემ ვიდეომიმართვაში თქვა:
„ერთი რამ ითქვა, რომ ჩვენ გარკვეული განწესება გვაქვს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო რეგულაციებს, თუმცა თუ სახელმწიფო რეგულაციები შეიცვლება ჩვენც შესაბამისად გავითვალისწინებთ.
მინდა ითქვას, რომ ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებენ – თითქოს ხშირად ვახსენებთ, რომ ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ და თითქოს ეს არაქრისტიანულია.
პირიქით, ხელისუფლებისადმი მორჩილება და ზოგადად მორჩილება, როგორც ასეთი არის ქრისტიანული სულისკვეთება ეს სახარებაშიც ძალიან კარგად ჩანს.
პავლე მოციქული ამბობს, რომ ნებისმიერი ხელმწიფება არის ღვთისაგან დადგენილი და მისდამი ურჩობა, ეს არის ღვთის განგებულობისადმი ურჩებაა. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ხელისუფლება ჩვენგან ითხოვს ქრისტეს უარყოფას.
ამ შემთხვევაში რასაც ჩვენ ვხედავთ, არამხოლოდ ჩვენთან, ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, ის უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, რომ ის ვირუსული დაავადება, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელს მსოფლიოში, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქეები.
ამიტომ, ეს მორჩილება სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც გვავალდებულებს წმინდა წერილი.
ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ საპატრიარქო რეგულაციებსაც, რადგან ჩვენ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ მღვდელი აღარ არის მღვდელი. აღდგომის საკითხს რაც შეეხება ამას არკვევს ხელისუფლება და საპატრიარქო, ჩვენც ველოდებით მათგან პასუხს“]
კომენტარები