ხელისუფლების ფავორიტი კომპანია, რომელსაც 2019 წელს გადასახდელი სესხის რამდენიმე წლით გადავადება შეუძლია.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების მიერ კომპანია “ენერგოტრანსის” მიმართ გამოვლენილი ლოიალობის გამო, ბიუჯეტში ძირითადი თანხა საგრძნობლად შემცირდა.
როგორც ირკვევა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში “ქართული ოცნების” ხელისუფლების ის წარმომადგენლები არიან თავმოყრილნი, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ.
ესენი არიან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პარლამენტიდან სკანდალურად წასული დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და ასევე, დავით ვარდიაშვილი, რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორისა და შს მინისტრის მოადგილე იყო.
ოპოზიცია ამ ყველაფერში კორუფციასა და ნეპოტიზმს ხედავს. “ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ეს სტრუქტურები არის ჩინოვნიკების ოჯახებისა და პარტიული აქტივის თავშესაფარი, სადაც ათასობით და ათეულ ათასობით ხელფასი აქვთ ერთი თვის განმავლობაში, ხოლო კონკრეტულად ეს კომპანია არის პარლამენტიდან გაგდებული დეპუტატის დასაქმების ადგილი.
“ეს სტრუქტურები არის ჩინოვნიკების ოჯახებისა და პარტიული აქტივის თავშესაფარი, სადაც ათასობით და ათეულ ათასობით ხელფასი აქვთ ერთი თვის განმავლობაში, ხოლო კონკრეტულად ეს კომპანია არის პარლამენტიდან გაგდებული დეპუტატის დასაქმების ადგილი. ეს არის ხალხის, ადამიანების რესურსების გამოყენება ხელისუფლებასთან დაახლოებული ჩინოვნიკების მიერ და ეს არის პირდაპირ, თუ შეიძლება ასე ითქვას, კორუფციული სქემა. ხალხის ქონებას იყენებენ, როგორც პირად საკუთრებას”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე.
კომენტარები