ქაბულში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისი განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, უახლოეს საათებში ავღანეთის დედაქალაქში თვითმფრინავი ჩაფრინდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაფრენის ზუსტ დროს ვერ ასახელებს.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის უწყება ავიაკომპანიებს ავღანეთის საჰაერო სივრცეში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზი – საფრთხეა.
საერთაშორისო დარგის ექსპერტები და სპეციალისტები ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებენ. ისინი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ დახმარების თხოვნით პარტნიორ სახელმწიფოებს მიმართოს.
ამ დრომდე ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზეა ათასობით ადამიანი, რომელთაც ავღანეთის დატოვება სურთ. ნაწილი აეროპორტამდე მისვლასაც კი ვერ ახერხებს. მათ შორის არიან ქართველებიც. ისინი აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იმყოფებიან.
კომენტარები