ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
“ცოტა ხნის წინ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი და მე გამოვედით მამუკა ჩხიკვაძის ოჯახიდან.
ამ ეტაპისთვის მოცემულობა შემდეგია – ოჯახმა დააფიქსირა მოთხოვნა წითელ ჯვართან და ამ წუთიდან წითელი ჯვარი ჩაერთვება პროცესში.
ასევე გაფორმდა რწმუნებულება, რომლის თანახმადაც ხვალ ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება სარჩელი Nikoloz Legashvili .
ამ ორი დღის აქტიურობის შედეგად დღეს გამოჩნდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ითხოვეს ვადა ხვალ საღამომდე.
ჩვენ შევთანხმდით, რომ აქციებს მოვაწყობთ ოჯახთან ერთად.
შეგახსენებთ, ჩვენი ინფორმაციის თანახმად, მამუკა ჩხიკვაძე სასტიკად ნაცემია.
თუ ეს ინფორმაცია მცდარია, მაშინ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ამ ინფორმაციის ვიდეო მტკიცებულებებით გაქარწყლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვიერ განცხადებას არ ვენდობით.
ასევე ვითხოვთ სასწრაფოდ გაკეთდეს საგანგებო განცხადება ხელისუფლების მხრიდან, სადაც მკაფიოდ და გასაგებად იქნება გადმოცემული მაქსიმალური ინფორმაცია მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მამუკა ჩხიკვაძე სამხედროა, იცავდა საქართველოს ღირსებას და მისი მიტოვება ღალატის ტოლფასია.
მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე უსერიოზულესი საფრთხის ქვეშ არის.
ძალა ერთობაშია! “
კომენტარები