პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” წევრი, კოტე კემულარია:
“ზუგდიდში, “მერიის მიერ ყველა წესის დაცვით მიღებული”, სტადიონის მოედნის განათების პროჟექტორების უზარმაზარი ბოძი წაიქცა. არც ქარიშხალი, არც მიწისძვრა არ ყოფილა. თავისით წაიქცა.
ეს ხდება მუდმივად ხალხმრავალი ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, სადაც ასევე ბევრი ბავშვი მოძრაობს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მადლობა უფალს. ხელისუფლებისგან განწირულები, ღმერთმა გადაარჩინა.
ვინ არის ამის კონსტრუქტორი? ვინ შეადგინა პროექტი? ვინ ააშენა? ვინ ჩაატარა ექსპერტიზა?
რა უნდა ეშველოს ამ უსახურ, ფეხბურთისთვის უვარგის “სტადიონს?
ახლა ირკვევა, რომ სიცოცხლისათვის საშიშიც ყოფილა!
ამ კითხვებზე “ოცნების”გენიოსებისან ვინმე გასცემს პასუხს საზოგადოებას?
სამშენებლო კოდექსის არარსებობის, ტენდერების ნათესაობის, კორუფციული სქემების მიხედვით გადაცემის, მშენებლობის და რეკონსტრუქციებიდან მოპარული ფულის პარტიასა და ჩინოვნიკებზე გადანაწილებების პირობებში, სასწაფოდ გადასამოწმებელია უპასუხისმგებლოდ ნაშენები ობიექტების მდგომარეობა.
მხოლოდ ასე შეგვიძლია გადავარჩინოთ უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე.”
კომენტარები