ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ვლადიკავკაზის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეანიმაციაში 71 პაციენტი იყო. უბედური შემთხვევა ჟანგბადის მილის გაუმართაობამ გამოიწვია. ჟანგბადის რეზერვუარი მიწის ქვეშ მდებარეობს და იქ მილიდან გაზის გაჟონვა მოხდა.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარები