გადაუდებელი დახმარების მთავარ ოფისთან სასწრაფო დახმარების მედიკოსებისა და მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-ით გაზრდასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.
მათი თქმით, მას შემდეგ, რაც კოვიდ პანდემია ჯანდაცვის მინისტრმა დამარცხებულად გამოაცხადა, ამის შემდეგ სახელფასო დანამატები მედიკოსებს ჩამოაჭრეს.
მინისტრი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ დანამატებს აუნაზღაურებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ასეთ პირობებში გადაუდებელი დახმარების ბრიგადების მუშაობა ქვეყნის უდიდესი სირცხვილია.
“სასწრაფოში დასაქმებულები ითხოვენ ხელფასისი 100%-ით ზრდას. ჩვენ წინა კვირას გვქონდა შეხვედრა მინისტრის 2 მოადგილესთან და დამსაქმებელთან. ისინი შეგვპირდნენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში შეიმუშავებდნენ ახალ მოდელს და დატვირთვიდან გამომდინარე, გაიზრდებოდა ბრიგადის წევრების ხელფასი. თუმცა, ნაცვლად ხელფასის გაზრდისა, დასაქმებულებმა მხოლოდ მიიღეს 12 საათიან ცვლაში გადასვლა. – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
კომენტარები