უსაფრთხოების ექსპერტი, ლაშა პატარაია, ტვ პირველთან, ქუთაისში, საქართველოს ბანკზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას, ამბობს:
“ფაქტია, რომ ადამიანი არის არამდგარი, მისი ქცევითი ანალიზი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მას ერთგვარი ფსიქიკური არასტაბილურობა ახასიათებს. მისი ქცევიდან გამომდინარე, მიუხედავად სამხედრო ფორმისა, არ ვთვლი, რომ ის იყოს სამხედრო, მნიშვნელოვანია ნებისმიერი საფრთხე, შეფასდეს როგორც რეალური. მას ხელში აქვს ერთ–ერთი ტიპის ყუმბარა, სავარაუდოდ, რომელიც არის მსხვრევადი, რადიუსი 200 მეტრი, შესაბამისად, დაზიანება შეუძლია მძევლების, ამას, ალბათ, სპეცსამსახურები ადგილზე სწავლობენ და ითვალისწინებენ. რაც შეეხება კარებზე დამონტაჟებული ასაფეთქებლის დეტონაციის ნაწილს, ამ ნაწილში სკეპტიკურად ვარ განწყობილი, სავარაუდოდ, რადიოტექნოლოგიას ის ვერ გამოიყენებდა, რადგან ამისათვის მეტი დროა საჭირო.
რამოდენიმე ფაქტორია:
იყენებს ფსიქოლოგიურ ფაქტრორს.
რეალურად არის შეიარაღებული.
მესამე – დიდი ალბათობით შენობა შესწავლილი აქვს კარგად, წინასწარ.
ის რომ ეს ადამიანი არ არის სამხედრო და არ არის ფსიქიკურად მდგრადი, გარკვეულ პრივილეგიას აძლევს სპეცრაზმს, მაგრამ გარკვეულ რისკებსაც ქმნის პროგნოზირების ნაწილში.
კომენტარები