უკრაინის სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. სამხრეთ ბუზკას ზონაში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება – წერია ინფორმაციაში.
“ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლებაში”, – ამბობს პრესსპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი.
მისივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ინტენსიურად ახორციელებს საჰაერო დაზვერვას ფრონტის ხაზზე და ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 17 დასახლებული პუნქტის გარშემო. გრძელდება უკრაინის პოზიციების დაბომბვაც.
კომენტარები