კასპის რაიონის “ენმ”–ის აღმასრულებელი მდივანი, მიშა ბალიაშვილი, ლაშა ხეთერელის გათავისუფლებას ეხმაურება და იხსენებს მის მეხუთე დაკავებას, 2020 წელს. შეგახსენებთ, ლაშა ხეთერელი მეექვსედაც დააკავეს და ის გუშინ საღამოს გათავისუფლდა.
მიშა ბალიაშვილი:
“დღეს რომ, კრემლის ფილიალმა, ე.წ.სუს მა,ზარ-ზეიმით გვამცნო, ქართველი ტყვეს გათავისუფლების შესახებ და ვითომდა ჩვენი დამსახურებააო
მოკლედ… ხეთერელი ოკუპანტებმა გაიტაცეს 2020 30 ივნისს. მისი გატაცება შემთხვევით გავიგეთ, ერთ–ერთი ყოფილი გატაცებულისგან, რომელიც მალევე გამოუშვეს (ასაკში იყო და სავარაუდოდ მაგიტომ ) მყისიერად დავადგინეთ სად ცხოვრობდა, გავიგეთ მისი დედის ტელ.ნომერი და დავუკავშირდით (პირადად მე ვესაუბრე )
შევთანხმდით რომ, მეორე დღეს მოვინახულებდით მაგრამ…ჰოი საოცრებავ, ჩაერია კრემლის ფილიალი სუს ი და გატაცაბულის დედამ, უარი განაცხადა ჩვენთან შეხვედრაზე… ( ჩემი ზარიდან 15 20 წუთში დამირეკა და მითხრა, არაუშავს გამოუშვებენ, არმინდა თქვენთან შეხვედრა (ვციტირებ )
დღეს ლაშა თავისუფალია, რაც ძალიან კარგია მაგრამ, ეს არაა საქართველოს ე.წ ხელისუფლების დამსახურება. მას ამოეწურა ე.წ. სასჯელი, რის შემდეგაც გათავისუფლდა!!!
პ.ს. ირაკლი ბებუა და მამუკა ჩხიკვაძე ახსენეთ, ერთხელ მაინც და საზოგადოებას ამცნეთ მათი ჯანმთელობის შესახებ… წითელ ჯვარსაც რომ ვერ გამოაქვს ინფორმაცია!!!
პ.პ.ს. ქოც-რუსებო, თქვენ ხართ ქართული გვარ-სახელის, უღირსი მატარებელი რაშისტები!!!
კომენტარები