თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მოსამართლეების ე.წ. სოლიდარობას აფასებს და ამბობს, რომ – ეს არის კლანი ქმედებაში. საუბარია ლაშა ჩხიკვაძის შემდეგ, კიდევ 5 მოსამართლის ჩაშლილ ამერიკულ ვოიაჟზე.
“ჩვენ ახლა ვნახეთ, კლანი ქმედებაში თუ შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ქურდული პრინციპით დაიწყეს ურთიერთობა, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არაფერი ამით ამერიკელებს არ დაუშავდებათ, ისინი ამ პროგრამაში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, მაგრამ თავისთავად ლუსტრაცია მოხდა მათი და ამასობაში არ უნდა დაგვავიწყდეს, კობახიძის პირველი გზავნილი, როდესაც მან თქვა რომ ის დარწმუნებულია, რომ დანარჩენი მოსამართლეებიც შესაბამისად გამოიტანენ დასკვნებს და ეს გზავნილი პირდაპირ აღიქვეს როგორც უარის თქმის საფუძველი”, – ამბობს თინა ხიდაშელი
შეგახსენებთ, რომ მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, მისი საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ იმ პროგრამიდან მოხსნა, რომლითაც ის 2 თვიან ტრენინგზე ფლორიდაში უნდა გამგზავრებულიყო.
კომენტარები