ჟურნალისტი, პოეტი, გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მე ნორმალურად ვატარებ მანქანას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მრბოლელად არ გამოვდგები;
მე კარგად ვთამაშობ ფეხბურთს, მაგრამ ერთიერთზე ბევრი მაჯობებს. (სხვა სპორტშიც)
მე გიტარაზეც ვიღებ რამდენიმე აკორდს და პიანინოზეც ვცოდვილობ, მაგრამ მუსიკოსი ჩემში იმთავითვე გამოვრიცხე.
მე რაღაც შემიძლია გადავხატო, მაგრამ მხატვრობაზე არც მიოცნებია;
მე შემიძლია წამოვიწყო რაღაც საქმე, ერთი – ორი კაპიკიც ვიშოვნო, მაგრამ…
ერთი სიტყვით, ბევრი რამ შემიძლია, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ირგვლივ არიან ადამიანები, ვინც ამას ჩემსავით და უფრო უკეთესედაც გააკეთებენ.
…მაგრამ მე შემიძლია ვწერო!.. (ეს ბევრად უფრო მოცულობითი მცნებაა, ვიდრე ლექსების წერა. პროფესიაც შესაბამისი მაქვს) და ზუსტად ვიცი, რომ ირგვლივ ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც ამას ჩემსავით… დიახ, ჩემსავით და, ჩემს სტილში გააკეთებს, თორემ მჯობნის მჯობნი არც ამ სფეროში გამოლეულა.
და მე შემიჩვენებია ის ქვეყანა, რომელიც მაიძულებს ყველაფერი ვაკეთო გარდა იმისა,
რაც ყველაზე მეტად შემიძლია!
რაც ყველაზე მეტად მინდა!
რაშიც ყველაზე მეტად საჭირო ვარ
და ბოლოსდაბოლოს, –
რაც ჩემი ცხოვრების საქმე და ჩემი პროფესიაა!
და მე მიმიფურთხებია იმ ქვეყნისთვის და მისი ყველა მთავრობის, პრესისა და ტელევიზიებისთვის უკლებლივ, სადაც ამ საქმით ზეინკლებს, სტომატოლოგებს… რავიცი – მარკშეიდერებს… უბრალოდ წერაკითხვის უცოდინარებს აკავებენ, მე კი ყველაფერ ამის მოსმენას, ყურებას და გაძლებას მაიძულებენ!
პ.ს. ხმა მოგცეთ კი არა და, იძიწე ნახუი რა თქვენშემოგევლეთ!!!
/გრინ ბარეტი/
კომენტარები