ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ტვ პირველის” პრიდაპირ ეთერში ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესშირამდენიმე კანდიდატს ხმა ნამდვილად მისცა, თუმცა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობას” წევრი არ ასახელებს გვარებს კონკრეტულად ვის დაუჭირა მხარი.
ქარდავა იქვე ამბობს, რომ გეგმაში ჰქონდა 29-ვე კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი:
,,ხმა რამდენიმე ადამიანს მივეცი. იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს შორის, ვისაც ხმა მივეცი, არ იყვნენ “ქართული ოცნების” კანდიდატები.
ძალიან ბევრი, ვინც სიაში იყო, ძალიან საპატივცემულო ადამიანები არიან. “ოცნებასთან” საუბარიც არ მქონია გარიგებაზე”
კომენტარები