კომპანიის “მშვიდი ღვინო” დამფუძნებელი, ბექა კოკაია:
“ღამის ბათუმი.
მაღალი კორპუსებით გარშემორტყმული ეზო.
სახლში ვარ. დაძინებას ვაპირებ. ეზოდან შიგადაშიგ შეძახილები გაისმის და კორპუსები ექოს იძლევიან.
უცებ ვიღაც ხმამაღლა ყვირის:
– რატომ მოკალი?
– მოსაკლავი იყო და მაგიტომ!
გამოვფხიზლდი. ვდგები, რომ ფანჯრიდან გადავიხედო. დიალოგი გრძელდება:
– არ იყო მოსაკლავი და ინანებ შენ მაგ მოკვლას!
ფეხს ავუჩქარე, უნდა გადავიხედო ეზოში. ვნერვიულობ. დიალოგი ისევ გრძელდება:
– რეიზა ვინანებ?
– მოვა შაშუბეში, ჩაგიძაღლებ ორივე ქვას და ნახავ მერე როგორ უნდა მოკვლა.
ეზოში შუახნის კაცები ნარდს თამაშობენ.”
კომენტარები