გიორგი ჩახუნაშვილი, პედიატრი, ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“რასაც ვამბობდით რამოდენიმე კვირის წინ, არაფერი შეცვლილა. დღევანდელი დღე, ჩემთვის ახალი არ არის. ჯერ კიდევ როდის ვამბობდი – კედლები არ არის საავადმყოფო. მიყვან-მოყვანილი ექიმები არ არის საავადმყოფო. იმასაც ვამბობდით, 41-დან 50 დღემდე იქნება მაქსიმალური ვადა-მეთქი და ნეტავ ვცდებოდე – ამათ ახლა დარჩათ 22 საათი, ხმამაღლა ვამბობ, 22 საათი, საუკეთესო ვარიანტში. სამი კვირის წინაც ვამბობდი ამას ხმამაღლა და ზოგს უკვირდა…
40 წელია კლინიცისტი ვარ, ასეთი უსუსური, როგორც მე დღეს ვიყავი, არასოდეს არ ვყოფილვარ. ყველა კონსილიუმზე ჩემი სიტყვა მქონდა ნათქვამი, დღეს, სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ვისთან მივსულიყავი არ ვიცოდი.
ახლა, ამ წუთში მივმართავ მთავრობას, იქ, ციხეში ვინც არიან შიგნით, ჩვენ არ გვიჯერებთ, ერთ კომისიას არ უჯერებთ, არც მეორეს, არც მესამეს… იქ გყავთ სერგეენკო, ის არის ძალიან კარგი რეანიმატოლოგი, შეეკითხეთ მას, მე დარწმუნებული ვარ, დავით სერგეენკო, ვერ გეტყვით და არ გეტყვით, რომ ეს კაცი არის მანდ დასატოვებელი.
გუშინ, პირდაპირ ეთერში მითხრა, არ ვიცი, ვინ იყო, ექიმი იყო, თუ არა, ეგეთები კი არა, ათი ათასი კაცი გამოგვიყვანია მდგომარეობიდანო – გამოიყვანე, აბა, მიდი, რატომ არ გამოგყავს? გუშინაც ვთქვი, რომ ეს იყო აბსურდი და უცოდინარი კაცის ნათქვამი.
ექიმებს ნუ ეთამაშებით… ასეთი რამ, ექიმი ლანძღო, პროფესიონალები ვლანძღო…
ეს არის გათვლილი პროცესი… წარმოუდგენელი ამბავია, 3 საათი გავიდა და კაცი კიდევ იქ არის შიგნით? წარმოუდგენელი ამბავია… თუ ისეთი ამბავია, რომ ტრანსპორტირება შეუძლებელია, შეიყვანონ პროფესორები… პროფესიონალურად გაოგნებული ვარ, ადამიანი კვდება, ჩვენ გვაყურებინებენ, ვლაპარაკობთ და შეიძლება ყოველ წუთს გამოვიდნენ და გვითხრან, ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ…”
კომენტარები