იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის და ჩხუბის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციამ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება მოითხოვა და ხელისუფლება მიშელის დოკუმენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
მოსამართლის ძალა არ დგას არც ჯარზე, არც პოლიციაზე, არც რაიმე სხვაზე. დგას ნდობაზე და ეს ნდობა თუ ჩვენი ხელით დავანგრიეთ, მაშინ ნუ გვექნება მოლოდინი, როდესაც მოქალაქეები გამოუცხადებენ უნდობლობას მიღებულ გადაწყვეტილებებს. შარლ მიშელის დოკუმენტში წერია თუ არა, რომ თანმიმდევრობა მოვლენების უნდა იყოს ჯერ რეფორმა და შემდეგ დანიშვნები? წერია! – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
თავის მხრივ, შეთანხმების დარღვევაში ოპოზიცია დაადანაშაულა ხელისუფლებამაც.
მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან უარის მიღების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვეს.
კომენტარები