მოსამართლემ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ისევ პატიმრობაში დატოვა.
თუმცა, საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.
აკო ჭელიძის ადვოკატი საქმის პროკურორს, ლევან ვეფხვაძეს დაუპირისპირდა.
გიორგი კავილაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მოყოფს ბრალი უნდა გადაუკვალიფიცირდეს.
შეგახსენებთ,რომ ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა. მოგვიანებით, ის 7 ოქტომბერს სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში აიყვანეს.
კომენტარები