ამ წუთებში აქციაა თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტთან. სტუდენტები თსუს-ს რექტორს მოუწოდებენ, ირაკლი კობახიძეს ლექციების წაკითხვის უფლება ჩამოართვას. “არ გვინდა რუსული კანონის მომხრე ლექტორი” – ამბობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან შეკრებილები. ახლაგარზდების ამ მოთხოვნაზე ჯაბა სამუშიას ჯერ პასუხი არ გაუცია:
ჩვენი ბოიკოტი გრძელდება. მანამ, სანამ ჩვენს მეგობრებს ხვდებიან სახლებთან, უსწორდებიან ფიზიკურად, არიან დაკავებული ჩვენი თანამებრძოლები და რაც მთავარია, საქართველოში მესამე მოსმენით მიღებულია რუსული კანონი, ჩენ არ გავქვს იმის უფლება, რომ შევიდეთ აუდიტორიებში და გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულ, ნორმალურ რეჟიმში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები ადმინისტრაციის მიმართ. პირველი, ძალადობის ორგანიზატორი კობახიძე უნდა გათავისუფლდეს და მას შეუწყდეს უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსი და მეორე ჩვენი მოთხოვნა, ჯაბა სამუშიამ უნდა გამოიწვიოს ხელმოწერა განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტზე, ვინაიდან ეს იქნება სწორი, ადეკვატური და მე ვფიქრობ, რომ თსუ, ეს დიდი სკოლა განათლების კერის უნდა იდგეს ახალგაზრდების გვერდით. როდესაც ჩვენ მოგვდევენ რობოკოპები და ფიზიკურად გვისწორდებიან, როდესაც უკან მოვიხედავთ უნდა გვქონდეს უნივერსიტეტის იმედი, – ამბობს დავით ჩხობაძე.
კომენტარები