პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა for.ge-სთან ვრცელ ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობაზეც საუბრობს:
,,-ერდოღანი წარმოშობით რიზედან არის და ერთ-ერთი ვერსიით, ქართველია, ბავშვობაში ნასწავლი ქართული ჯერ კიდევ ახსოვსო – ამბობენ. ამ ვერსიით, მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა და შემდეგ რიზეში გადავიდა. ხმები დადის, რომ ერდოღანი საქართველოს პრემიერს მესიჯებს უგზავნის ქართული სიტყვების ჩამატებით და ზოგჯერ ქართულ სიმღერებსაც ჩაუგდებს ხოლმე. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, მაგრამ ამის შესახებ მსმენია. ერდოღანს დიდი პოლიტიკური გზა აქვს გავლილი, ის სტამბულის მერიც იყო, შემდეგ ციხეშიც კი იჯდა, 2001 წლიდან საკუთარი პარტია შექმნა – „სამართლიანობის და განვითარების პარტია“. ის მომხრე იყო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების და 1999 წელს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსიც მიიღო.”
კომენტარები