ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მთიულიშვილი:
„საინტერესო ხალხი ვართ, 10 დღეა ტრანსპორტი დაკეტილია და ის ვისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ხმას კი არ იღებს, კი არ გამოდის და აპროტესტებს რომ განა უნდა დაეკეტათ უნდა დაემატებინათ ტრანსპორტი რომ მობილობა შემცირებულიყო, ესეთ ადამიანებს ევლოთ და ეშოვათ ოჯახში შესატანი მცირედი დოვლათი, მაგრამ ხმის ამოღებას ურჩევნიათ შიმშილში ამოხადონ შვილს სული.
რაღაცნაირად გაუკუღმართებული გონება გვაქვს მგონი. არადა მაგალითად ავტობუსში ერთი სკამის გამოტოვებით ერთი ადამიანი რომ დამჯდარიყო არანაირი ინფიცირება იქ არ მოხდებოდა, ფანჯრები ღია იქნებოდა თან ზაფხულია და განიავებაც მოხდებოდა, მაგრამ კაცი შვილი ამაზე ხმას არ იღებს, ვისაც დააწვა კისერზე მძიმედ ეს შეზღუდვა და გიჟია რო თავის ნებით ვინმემ იზრუნოს ამაზე?
ამოიღე ხმა როცა გკლავენ უგუნურებით და მალე გეშველება, შიშით შენ ზიანდები. ის ვიღაც სხვა, სულ გახსოვდეს, რომ შენს ხარჯზე გადასარევად ცხოვრობს”
კომენტარები