ყოფილი დეპუტატი, ირაკლი მელაშვილი:
საუბნო კომისიის მიერ გადმოგზავნილი და ცსკო-ს საიტზე ატვირთული ოქმის თანახმად ბოლნისის მესამე უბანზე 8-12 საათამდე ხმა მიცემა – 618 ამომრჩეველმა.
გამოდის რომ საუბნო კომისია საათში ატარებდა საშუალოდ 154.5 ამომრჩეველს, რაც არის წუთში 2, 575 ამომრჩეველი, ანუ თითო ამომრჩეველი ამ ხმის მიცემის პროცედურის გავლას მხოლოდ 23 წამი ანდომებდა.
იგივე გრძელდება ამ უბანზე 12-17 საათებში. ხუთ საათში საუბნო კომისიამ გაატარა 773 ამომრჩეველი, ანუ 154, 6 ამომრჩეველი საათში, ანუ ისევ 23 წამში ერთი ამომრჩეველი.
გამოდის რომ ეს სოციალისტური შრომის გმირი კომისია უწყვეტად, შეუსვენებლად, 9 საათის განმავლობაში ასწრებდა რომ 23 წამში ერთ კაცზე:
1. შეემოწმებინა მარკირება,
2, შეედარებინა ამომრჩევლის პირადობის მონაცემები ამომრჩეველთა სიის მონაცემებს,
3. შეედარებინა პირადობის მოწმობის სურათი ამომრჩველის სახესთან,
4. გაეტარებინა მარკირება,
5. გაეტარებინა ვერიფიკაციის აპარატში პირადობის მოწმობა,
6, ამოებეჭდა ქვითარი,
7. მასზე ხელი მოეწერინებინა ამომრჩევლისთვის,
8. გაეცა ბილუტენი,
9. მერე ამომრჩეველი შესულიყო კაბონაში, გაეფერადებინა ბიულეტენში სათანადო პარტია,
10. გამოსულიყო კაბინიდან და გაეტარებინა ბიულეტენი აპარატში.
ეს ყველაფერი 23 წამში? 9 საათის განმავლობაში უწყვეტად? თან ეს ცხრა საათი ამომრჩეველი ასე ერთმანეთის მიყოლებით, დროში ერთი ინტერვალით ხომ არ მოვიდოდა, ჯარი ხომ არაა ათეულებათ დაალაგო და ისე მოიყვანო? ანუ ზოგჯერ უფრო ნელა, შესაბამისად, ზოგჯერ ამ 23 წამზე სწრაფად ატარებდით ამომრჩეველს?
გაგვაცანით ბატონო ცესკო-ს წევრებო ვინ არიან ეს უმაღლესი კლასის რობოტები! ყოჩაღ ძმაო თქვენ. ამ კომისიის ყველა წევრს ჯილდო ეკუთვნის ასეთი ორგანიზებისათვის, შეიძლება გინესის რეკორდზეც კი გაიქაჩოთ!
კომენტარები