პოეტი გელა დაიაური:
„ხო, თეო… უნდა ამოვიდე დღეს… უნდა ამოვიდე, რადგან თქვენი მარადიულ სამყოფელში გასვლის დღეა… უნდა ამოვიდე და კიდევ ერთხელ გინატროთ, კიდევ ერთხელ ჩავიწყვიტო გული და ნერვი, კიდევ ერთხელ ვიგრძნო ჩემი სიმცირე თქვენი არყოფნის გამო!!! გაცხოვნოთ უფალმა, ჩემი სიცოცხლის თანამგზავრებო!!!”
შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ, გელა დაიაურის მეუღლე, ასევე პოეტი და მომღერალი, თეონა ქუმსიშვილი ემსხვერპლა ავტოავარიას. ავარიის შედეგად დაიღუპნენ მათი შვილებიც.
კომენტარები