ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, ხათუნა შარაშენიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს აქ ინგლისში სუპერმარკეტთან ადამიანების ჯგუფის ლაპარაკს შევესწარი: არავის არ ჰყავს ნაცნობი ან საერთოდ საახლობლოდან გაგონილი თუ ვინმეს ეს ვირუსი აქვს.
მოვედი სახლთან, სანამმანქანიდან გადმოვედი მეზობლების ,,ბირჟა ” დამხვდა და გულმა მათკენ გამიწია, თან დამიქნიეს ხელი როგორ ხარ, გაგვიხარდა რომ ჩამოხვედიო. მივედი, მოვიკითხე ყველა. სხვათაშორის რამოდენიმე ექიმი მეზობლებიც მყავს, ოღონდ არა ვირუსოლოგები და არა თერაპევტები, შესაბამისად ამ ვირუსთან არ არიან კავშირში. მკითხეს თუ ვიცი ვინმე ამ ვირუსით დაავადებული გერმანიაში, მართლა არ ვიცი, თვენახევარი ჰამბურგში ვიყავით და ვისაც ჩვენს ირგვლივ ვკითხეთ, ყველა უკანვე გვიბრუნებდა კითხვას დიდი ინტერესით.
მეზობელმა ექიმმა, რომელიც მანჩესტერის მთავარ ჰოსპიტალში მუშაობს გვითხრა, ვინც კვდება ყველას სიკვდილს კორონას აწერენ, ყველა ჩემი კოლეგა გაოგნებულიაო.
მანჩესტერში დიდია ,,დაავადებულთა” რიცხვი. სტატისტიკით უფრო მოხუცები თანმდევი დაავადებებით.
ბევრი ქვეყანა პენსიის გარდა მოვლის ფულს უხდის პენსიონერს და არაა ეს პატარა თანხა. აი ხო უნდა იფიქრო რომ ესენი განგებ ,, ხოცავენ” მოხუცებულებს ფულის დასაზოგად?!
საქართველოში ვინმემ იცით კორონათი დაავადებული და მერე გამოჯამრთელებული?! როგორ მაინტერესებს ეს ხალხი.”
კომენტარებში წერენ:
“ვერც მე აღმოვაჩინე ჯერ რომში. ერთ ქართველზე ატყდა აქ ამბები, სადაც მუშაობდა ის კაცი გარდაიცვალა 300 წლის და იმას ქონდაო და მერე ეს ქალიც გაცივდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ატყდა განგაში კორონა ქონდა იმ კაცს და დაემართაო, იყო ერთი ვაი-ვიში და ამას წინათ გავიგე, იმ ქალს უთქვამს რა კორონა, ფილტვების პრობლემა მაქვს მთელი ცხოვრება და გაციების დროს მირთულდებაო”
“მე ვიცი 3 ადამიანი. ჩვეულებრივად იმკურნალეს და მოიხადეს. ერთს პლევრიტიც ჰქონდა, ორს – არა. მათ, რომ კითხო ვკვდებოდითო, მარა ორს კარგად ვიცნობ, ფეთიანები არიან”
“ჩემი ალალი ბიძაშვილი. იტალიის კლასტერი. ორი თვე იტანჯებოდა. ეხლაც დაუტოვა”
“უამრავ ჯამრთელს დადებითი აღმოაჩნდათ ტესტზე, ეგეც დღეს გავიგე და ეს ტესტია თუ სათამაშო აღარ ვიცი”
“მე ვიცი ხათუ ჩემი ბერძენი მეგობრები ცოლ ქმარი გოგომ ძნელად გადაიტანა, ბიჭმა უფრო იოლად. და ჩემი მეუღლის თანამშრომელი 60 წლის დაიღუპა.”
“მე ვიცი, ახლაც ერთი ახლობელი გაეწერა სახლში, ისრაელში..გუშინ კიდევ 5 თვის ჰოსპიტალიზაციუს მერე ბელგიაში ახლობლის 71 წლია მამა გაეწერა! ჩემი ღვიძლი მამიდაშვილი ნიუ იორკში გარდაიცვალა…… არ მესმის რა არის დაუჯერებელი?”
“დედაჩემს ჭირდა, ძალიან ცუდად იყო, ერთი კვირა რეანიმაციაში იწვა, ძლივს გამოიყვანეს მდგომარეობიდან, მაგრამ ეპილეფსია დაუტოვა”
“ჩემ ირგვლივ არავინ . არც მოსულა ჩემ ტვინთან ახლოს ეგ კორონა”
“საქართველოში არ ვიცი მაგრამ ესპანეთში ჩვენ,მთელმა ოჯახმა გადავიტანეთ.”
კომენტარები