პირველადი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი, ექიმი არჩილ მარშანია:
,,გადაუდებელ მდგომარეობაში, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოს მისვლა საშუალოდ 8 წთ, ხოლო სამაშველო ვერტმფრენებისთვის 15 წთ-ა ნორმალურ ქვეყნებში.
ქვეყნისშიდა დახმარებაზე არავინ დედამიწის ზურგზე საათებით არ ლაპარაკობს.
საათებით ლაპარაკობენ ქვეყანათაშორის დახმარებაზე, 15 წლის წინ ისრაელა ჰაიტიში მიწისძვრიდან 89 საათში სრულად აღჭურვილი და გამართული ჰოსპიტალი ქონდა უკვე.
15 წლის წინ.
სწრაფი რეაგირება საჭიროა იმისთვის, რომ გაარკვიო ვის უჭირს და ვის არა, ვინ ცოცხალია, ვინ კვდება და ა.შ.
როცა ჩაჯმული სახელმწიფო ხარ, გაუნათლებელი, განუვითარებელი და კორუმპირებული, სტიქიის მერე მოწმენდა უნდა ამ ყველაფერს, სადმე სხვაგან ყურადღების გადატანა.
ხალხს რო დაავიწყდეს ვინ არის პასუხისმგებელი ზოგადად სახელმწიფოში მიმდინარე ნებისმიერ მოვლენაზე (თუ ამ სახელმწიფოს მმართველი მთავრობა ყავს ცხადია).
ხოდა დაიწყებ ლაპარაკს რო ვერტმფრენი 3 საათში იყო ეგრევე(!) ძმაო, ღამე არ აფრინდა რა აზრი ქონდა ტალახში მაიც მკვდრები ეყარნენო, მერე შეშინებულ ბედისანაბარა მიტოვებულ ხალხს რომელმაც რაც მოიფიქრა ის გააკეთა და გადარჩა, გააშავებ, რას დაძვრებოდა ტალახში ვერ გავიგე, ტყუილიაო.
მთის ჩამოშლა რო ნახა საკუთარი თვალით და შეშინებულმა, დასტრესილმა, ტალახში იძრომიალა ერთადერთი შენობისკენ რაც იქ ჩანდა, მაგას ვერ იგებ, მარა სრულად გასაგები და ნორმალურია ვერტმფრენის 3(!) საათში(!) მოსვლა და 6 საათი გვამების მზეზე დალაგება.
დამატებით პარტაქტივს ჩართავ, ზოგი სიჩუმისკენ რო მოუწოდებენ (ტრაგდიას უხდება და მაგიტო) და ზოგი კიდე ყველაზე როა გაბრაზებილი, პოზიცია ო-პ-ო-ზ-ი-ც-ი-ა-ნ-ა-დ(!).
ხოდა ჭამს რა ხალხიც, ბოლოს ფიქრობ რო იმათი ბრალია ვინც მოკვდნენ, ჯობია ჩუმად იყო, ყველას ბრალია და ეს გადარჩენილებიც რას დაღოღავდნენ ზევით-ქვევით, ვერ ეგდნენ ერთ ადგილას ბოლობოლო?!
ეგეთები გიჭამიათ თუ?!
გარეჯი რო საქართველოა ხო აყვირეს წინასაარჩევნოდ და დააჯერეს კარტოგრაფს რო მიწის გაყიდვა შეუძლია, ახლა რო ჩამიჩუმი არ ისმის და არც ალიევთან ვიზიტზე ხმა არავის ამოუღია.
ის როგოც ჭამეს, ამასაც ეგრე შეჭამენ, რა პრობლემაა?!”
კომენტარები