მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე, lukrecio baqanidze, წერს:
“შენი ერთი თვის ხელფასს ვიღაცა კრეტინი, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი პირი ერთ დღეში ხარჯავს ბენზინის ფულად.
შენი ერთი თვის პენსიას ერთ ჭიქა დასალევში იხდის ბარში ვიღაცა კრეტინი, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი პირი. შენი გამომუშავებული ფულის ლამის ნახევარი მიაქვს და სამოგზაუროდ ხარჯავს ვიღაც კრეტინი, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი პირი.
შენ ბინის ქირის ფული არ გყოფნის, და შენი ფულით ნაყიდი სამი სახლი აქვს ვიღაც კრეტინს, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფ პირს.
შენ წამალი ვერ გიყიდია, და შენი ფულით აწყობილი სააფთიაქო ბიზნესი აქვს ვიღაც კრეტინს, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფ პირს.
შენი შვილი სკოლაში მშიერი დადის, და შენი ფულით რესტორანში ძღება ვიღაც კრეტინი, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი პირი.
შენ გაჭირვების გამო ჩადენილი წვრილმანი დანაშაულისთვის წლებია ციხის საკნებს ხეხავ, და უზრუნველად ცხოვრობს სისხლის სამართლის დამნაშავე ვიღაც კრეტინი, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი პირი.
შენი და შენი წინაპრების სისხლით და ოფლით მორწყულ მიწაწყალს გინგრევს, გიპარტახებს და მიაქვს ვიღაც კრეტინს, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფ პირს…
და მაინც ჩუმად ხარ.
ამ ყველაფრის მერე მაინც ჩუმად ხარ.
შენი ცხოვრების წილს სხვები ცხოვრობენ და მაინც ჩუმად ხარ. შენი შვილის ცხოვრებასაც სხვები შეჭამენ და მაინც ჩუმად ხარ.
ხოდა, ის თუ კრეტინია, ჩემოძამია, შენა ხარ ყლე. არაფრის ღირსი პიტალო ყლე. პატივისცემით – ლუკა ბაქანიძე. მეთევზე.”
კომენტარები