სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე:
დღეს 31 მარტია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. ხოლიბულაში ვარ და აქედან, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლიდან, სადაც მან სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, სიმბოლურ საპროტესტო გზავნილს ვუგზავნი საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტს და საზოგადოების იმ ნაწილს ვინც არ გამოირჩევა ჰუმანურობით, ვერ იაზრებს რისკებს და იმ ტრაგედიის მასშტაბს რაც გამოიწვია ზვიად გამსახურდიას მოკვდინებამ ქვეყნისთვის, ერისთვის.
ს ა კ მ ა რ ი ს ი ა! გადაარჩინეთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე!
კომენტარები