ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“ასე იწყება ხოლმე. ხომ არ გეცნობათ ?!
1930 წ. 5 დეკემბერი.
იოზეფ გებელსმა ფილმის პრემიერა ჩაშალა. ეს ის პერიოდია, როცა ნაცისტები ჯერ კიდევ არ მოსულან ხელისუფლებაში. მომავალში გებელსი პროპაგანდის მინისტრი გახდება. ჯერჯერობით კი უბრსლოდ ჰიტლერის ერთ-ერთი თანამებრძოლია. ბერლინის კინოთეატრში იმართებოდა პრემიერა ფილმისა ,,დასავლეთის ფრონტი უცვლელია”. ამ ფილმმა ამერიკაში ოსკარი აიღო. რემარკის ამავე სახელმწოდების ძალიან ცნობილი ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ნაცისტებმა შეაგდეს ასაფეთქებლები და სხვადასხვა ისეთი საშუალება, რომელიც ცემინებას იწვევს. მაყურებლებს ასევე სცემეს. პრემიერა ჩაიშალა. რემარკის ეს წიგნი არ მოსწონდა ჰიტლერს, რადგან პირველ მსოფლიო ომის აბსურდულობაზეა დაწერილი. ნაწარმოები ანტიგერმანულად მიაჩნდა. ერთი სიტყვით, მოგვიანებით ეს ფილმი საერთოდ აიკრძალა. ერთი წლის მერე რემარკი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. 1938 წელს ნაცისტებმა გერმანიის მოქალაქეობა ჩამოართვეს.”
კომენტარები