ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა, ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
“მინდა გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ე.წ ,,სასამართლო კლანის” წევრების დასანქცირების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ! ! !
პარადოქსია და სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ! ! !
ეს იგივეა, რაც პროსტიტუციაში ამხილონ მეძავები, ხოლო მათი პროსტიტუციის მტკიცებულებას ითხოვდნენ და მათ რომ მეძავეობა დააბრალეს ამას სუტინიორებთან შეხვედრის დროს დაამტკიცებენ! ! !
სუტინიორებთან (არა მთავართან) შეხვედრის შემდეგ მეძავებმა განაცხადეს, რომ ისინი მეძავები არ არიან და ამას ვერავინ დაამტკიცებს, ხოლო სუტინიორმა (არა მთავარმა) განაცხადა რომ არავის აქვს უფლება ამხილოს მისი მეძავები პროსტიტუციაში,რომ ის ამაყობს თავისი მეძავებით! ! !
ისმის კითხვა: სუტინიორის ( არა მთავარის ) და მეძავების შეხვედრა არის თუ არა დასტური და მტკიცებულება მათ შორის საქმიანობის ურთიერთკავშირისა?
ხომ არ იყო მეძავების მხრიდან ეს შეხვედრა ერთგვარი მინიშნება და მტკიცებულების გამყარება მამხილებლისთვის სუტინიორების წინააღმდეგ?
პ.ს. ,,როგორც არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე, ისე არ არსებობს ნახევრად სიმართლე და თუ არსებობს მეძავი,არსებობს სუტინიორიც ( მთავარი სუტინიორი) ! ! !”
კომენტარები