სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გამარჯობა მეგობრებო, ვკითხულობ ამ ბოლო დროს მაჟორიტარული წესით არჩეული ამერიკელი კონგრესმენების გაუთავებელ წერილებს და ერთი კითხვა გამიჩნდა: ლობისტობა კანონით რეგულირდება იქ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ისინი რომელიმე კომპანიის მიერ ფინანსდებიან ოფიციალურად( თუმცა შეიძლება ის კომპანია გადამგდები და თაღლითი იყოს). ამავდროულად ჩვენი საგარეო მიმართულების ვექტორები, რომ უსუსტესია ესეც ჩანს,მაგრამ ამ წერილებმა უმრავლესობაში რა რეაქციებიც გამოიწვია, მაფიქრებინებს,ხომ არ ფინანსდებიან ისინი სხვა არხიდანაც ირიბად? რომელიც უნებლიედ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის შექმნას უწყობს ხელს საქართველოში და ამავდროულად რბილი ძალით ჩრდილოეთისკენ მიგვაქანებს, ასევე გარკვეულწილად მხარ უჭერს ჩვენს ქვეყანაში ტერორისტების მხარდამჭერი და დამფინანსებელი პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერებას…..
კომენტარები