„როცა შენ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი არის არა ვაქცინირებული, ეს არის მანიშნებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობის, ანუ ჩვენებურად გაუნათლებლობის“ ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც გინეკოლოგი ორსულს აცრას არ ურჩევს დიპლომი უნდა დაახიო თავზე.
„არაერთმა ადამიანმა მომწერა, ფეხმძიმე გოგო გინეკოლოგთან იყო და არ აიცრაო, ახლა იმ გინეკოლოგს ხომ უნდა დაახიო ის დიპლომი თავზე. ძირითადი მიზეზი არის ი,ს რომ არავის არასდროს არ უფიქრია ქვეყნისთვის სტრატეგიულად რა არის გასაკეთებელი”, – განაცხადა ლაივჩართვაში გიორგი ფხაკაძემ.
კომენტარები